დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. ერთ-ერთი ინიციატორი ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილია.
ესპანური კლუბის მიზანი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების აღმოჩენაა. მოზარდ ფეხბურთელებს „ლევანტეს“ მწვრთნელები დააკვირდებიან და საბოლოოდ საუკეთესოები შეირჩევიან. პროცესში ასევე ჩართული არიან ვალენსიური კლუბის საერთაშორისო საქმეთა დირექტორი, დანიელ პასტორისი და ციფრული სტრატეგიის კონტენტ-მენეჯერი, ხავი დე ლა ოზა. ვარჯიშებს გიორგი ჭელიძე და გიორგი ნავალოვსკი ატარებენ.