ახალი რეკრეაციული სივრცე დიდ დიღომში

თბილისის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო. ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება. საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე ველოპარკინგი.