საფეხბურთო აკადემიის გახსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი გახსნა.

ახალი სპორტული კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და თბილისის მერმა გახსნეს. მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობდა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უფასოდ გამოიყენებენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომავალზე გათვლილი პრიორიტეტია.