ლევან წულაძის სპექტაკლის პრემიერა

სცენაზე გადატანილი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, – მარჯანიშვილის თეატრში მოძალადე ქმრის და ჩაგრული ცოლის ტრაგიკული ამბის აღსაწერად ემზადებიან.

ლევ ტოლსტოის ცნობილი ნაწარმოების თეატრალურ ვერსიას რეჟისორები, ლევან წულაძე და თემურ კუპრავა წარმოადგენენ. წიგნში ასახული ძალადობრივი ფაქტების გამო, თავის დროზე „კრეიცერის სონატა“ ცენზურას დაექვემდებარა.