ბიზნესმენი ლევან ვასაძე, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდის და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს.
ბიზნესმენი ასევე ფიქრობს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მათი უფლებების დაცვა ვერ უზრუნველყო. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ვასაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ხვალინდელ შეკრებაზე განაცხადებს.