ისტორიული აღმოჩენა გრემში.
ნაპოვნია კახეთის მეფე ლევანის განსასვენებელი ადგილი. აკლდამას მის მიერვე აგებულ მთავარანგელოზთა ტაძარში მიაკვლიეს. არქეოლოგიური კვლევის განსასვენებელი ზუსტად იმ ადგილზე იპოვეს, სადაც სპეციალისტები ვარაუდობდნენ. აკლდამაში მე-16 საუკუნის დროინდელი არაერთი ექსპონატიც აღმოჩნდა.
ნეშტისა და სხვა ნაპოვნი ფრაგმენტების ნიმუშები შემდგომი კვლევისთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში და საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში უნდა გადაიგზავნოს. არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერენ საქართველოს საპატრიარქო, ნეკრესის ეპარქია და ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები.