Winter Jazz Gudauri დასრულდა. თბილისის, ბათუმისა და კახეთის შემდეგ, „ისთერნ ფრომოუშენმა“ მელომანებს მუსიკალური დღესასწაული გუდაურშიც მოუწყო. შეკრებილების წინაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი წარდგა. გუდაურში ორი დღის განმავლობაში „გრემისა“ და სხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსებმა საკუთარი რეპერტუარი შეასრულეს. ფესტივალი ცნობილმა ჰაუს-არტისტებმა დახურეს.