გრემის ნომინანტები

ვინ იქნებიან გრემის წლევანდელი გამარჯვებულები – ლოს ანჯელესში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოებისთვის ემზადებიან.

დაგეგმილი ღონისძიების უპირობო ფავორიტი ბიონსეა, რომელიც ცხრა ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის არის წლის საუკეთესო ალბომიც. რვა ნომინაციით ლიდერობს კენდრიკ ლამარიც. ასევე გრემის ნომინანტები არიან ჰარი სტაილსი, ვიქენდი და დრეიკი.

წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია 5 თებერვალს გაიმართება.