ეროვნული გალერეა ლევან ხარანაულის პერსონალურ გამოფენას პირველად მასპინძლობს.
გალერეის ორ საგამოფენო სივრცეში ხელოვანის ასამდე ნამუშევარია წარმოდგენილი. უმრავლესობა მხატვრის ახლობლებისა და მეგობრების კოლექციებიდანაა. ექსპოზიციაზე ხელოვანის მიერ სტუდენტობის დროიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრებია გაერთიანებული.
ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში ხვალ გაიხსნება.