საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სოსო რამიშვილს განცხადებით მიმართავს და გამოძიების დასრულებამდე მის გადადგომას მოითხოვს. მისი განმარტებით, რამიშვილი თავად არის იმ სქემის მონაწილე, რითაც ბიუჯეტს ასობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. საქმეს კი ახლა თავად იძიებს. საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცხადებულ დანაშაულზე, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის ცხრა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 53 პირის მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და 38 პირი დაკავებულია.