ლევან იზორიას განცხადება

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წევრები ორმხრივი შეხვედრებს მართავენ. თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში გამართულ მოლაპარაკებებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ ყურადღება კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე გაამახვილა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან ერთად განიხილა.

რაც შეეხება საბრძოლო მომზადების ცენტრის შემდგომ განვითარებას და საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტი სწავლებების ჩატარებას, ამ თემებზე ლევან იზორიამ ევროპაში ამერიკის არმიის მეთაურთან შეხვედრაზე ისაუბრა.