ლევან იზორიამ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა.

შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საზღვაო კომპონენტიც დაემატება, რაც რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა პროგრამის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთიუ კორბატი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ასრულებს, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.