26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეირაღებული ძალების  უკანასკნელი მთავარსარდლის, გენერალი კვინიტაძის ნეშტს. ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი დაესწრებიან.

ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, უკვე რამდენიმე დღეა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ეროვნულ გმირს სამებაში პატივი მიაგონ. 14:00 საათზე კვინიტაძის ნეშტს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამოასვენებენ, სადაც სიტყვით გამოსვლები გაიმართება.

მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.

მოამბე

დატოვე კომენტარი