თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო.
საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.
22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.