ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს ლევან იზორია. შეხვედრები სენატში შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. სენატორმა გრეიემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, კვლავ ესტუმროს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს მიღწეულ პროგრესს.