ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია ჯეიმს მატისს შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია პენტაგონში გაიმართა.

კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასევე თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან