ლევან გორგაძის იმპერატორის თასი - ქართველი სუმოისტის ბრწყინვალე წარმატება
დღეიდან ყველა იაპონელმა იცის, რომ ამომავალი მზის ქვეყნის ნაციონალური სიამაყის, სუმოს ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი ქართველი ლევან გორგაძეა. ტრავმის გამო მან 2013 წელს ერთი სპორტული ციკლი გამოტოვა და კარიერა ხელახლა ნულოვანი საფეხურიდან დაიწყო. უკვე წელს კი იაპონიის იმპერატორის თასის მოპოვება ტოჩინოშინმა ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე შეძლო. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, ვინც ამ სიმაღლეს მიაღწია.
დღეს ყველა ქართველი ერკვევა იმაში, თუ რა არის სუმო და რამდენად დიდ წარმატებას მიღწია ქართველმა სპორტსმენმა. სულ ცოტა ხნის წინ ლევან გორგაძეს ლევან ღუდუშაური ესაუბრა.