„ქართულ ოცნებაში“ მმართველი პარტიის ამომრჩევლის შესახებ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. პარტიაში ამბობენ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადება ყურადღების მისაქცევად გააკეთა.
ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სამარცხვინოს უწოდებს. მისი შეფასებით, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ნაციის ავადმყოფი ნაწილია. განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც ბერძენიშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტის ახალი შემადგენლობის შეკრებაზე.