თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოიეში დილიდან ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პიანისტი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში, 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ, ვირტუოზ პიანისტად.