ლექსო თორაძის პანაშვიდი

ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიმდინარეობს. პიანისტს დღეს დიდუბის პანთეონში მშობლებთან, დავით თორაძესა და ლიანა ასათიანთან ერთად დაკრძალავენ. ლექსო თორაძე 11 მაისს, 69 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძემ 1983 წელს, ესპანეთში გასტროლისას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. თავისუფლებისკენ გადადგმული ამ ნაბიჯით ლექსო თორაძის შემოქმედებითი კარიერა სამშობლოდან შორს გაგრძელდა. ლექსო თორაძე გახდა ერთ-ერთი იმ მუსიკოსთაგან, რომელიც საბჭოთა რეჟიმს გაექცა და შტატებისა და ევროპის ქვეყნების სცენებზე არაერთი გამორჩეული სოლო და საფორტეპიანო კონცერტი გამართა. ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.