საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატო-ს პოლიტიკა გააცნო. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ირენ ფელინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის სისტემაში გენდერული პერსპექტივებისა და ქალთა ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება მიმდინარე პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობაზე გაამახვილა. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დამსწრეებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გაწეული სამუშაო გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ოპერაციებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის შესახებ.