ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვებინარი

ევროპის მაუწყებელთა კავშირი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვებინარს ატარებს. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა. თემა საზოგადოებრივ მედიაში ქალთა წარმომადგენლობაა.

დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები გენდერული ბალანსის კუთხით მიღწეულ პროგრესსა და ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე. ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მედიაში დასაქმებულთა 45 პროცენტი ქალები არიან, რომლებიც ხელმძღვანელ პოზიციებზე დიდ წარმატებებს აღწევენ.