საქართველოს პირველი არხისა და BBC-ის თანამშრომლობა

გენდერული ბალანსის დასაცავად საქართველოს პირველი არხი „ბიბისი“-სთან თანამშრომლობას იწყებს.

ევროპის ქვეყნების რამდენიმე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, „ბიბისის“ მიერ ორი წლის წინ დაწყებულ პროექტს ჩვენი ტელევიზიაც უერთდება. ეს არის პროექტი სახელწოდებით –  „50:50“-ზე, რომელიც ყველა პლატფორმაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გენდერული თანასწორობის მიმართულებით მედიის სახელმძღვანელო დოკუმენტი უკვე აქვს. „ბიბისისთან“ ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კი, სხვადასხვა პროექტები საქართველოს პირველ არხზე რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.