ლენტეხი ჩაიკეტა. მარნეულის და ბოლნისის შემდეგ ეს არის მესამე მუნიციპალიტეტი, რომელშიც სრული კარანტინი ცხადდება.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რაიონში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები გამოვლინდა. დაფიქსირებულია „კოვიდ 19“-ის უკვე ხუთი ფაქტი, მათ შორის ოთხს ვირუსი დღეს დაუდასტურდა.
ახალი რეჟიმის შესაბამისად, იკრძალება ლენტეხიში შესვლა და გამოსვლა. ნებადართული იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.