„ლელოს“ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

„ლელო საქართველოსთვის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, მოსახლეობასთან ერთად, მეტრომშენის დასახლებაში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც მისი განცხადებით, ორი წელია მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშოები და თანხა არამიზნობრივად იხარჯება. „ლელოს“ განცხადებას ისნის გამგეობაში უპასუხეს და ბრალდებებს სიცრუე უწოდეს.