კამპანიას განაგრძობს „ლელო საქართველოსთვის“. პარტიამ თელავში ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა. საბჭოს წევრები თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არიან და ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. ღონისძიებას „ლელო საქართველოსთვის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ტალახაძე და პოლიტსაბჭოს წევრი, მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ.