„ლელომ“ თელავში საბჭოს ახალი წევრები წარადგინა

15:17, 20.09.2020

კამპანიას განაგრძობს „ლელო საქართველოსთვის“. პარტიამ თელავში ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა.  საბჭოს წევრები თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არიან და ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. ღონისძიებას „ლელო საქართველოსთვის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ტალახაძე და პოლიტსაბჭოს წევრი, მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ.

მსგავსი