„ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა, თბილისის ძველ იპოდრომთან მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, ქალაქის პრობლემებზე და თბილისში მიმდინარე სხვადასხვა პროექტზე ილაპარაკა. როგორც ანა ბიბილაშვილი ამბობს, თბილისის გენერალურ გეგმაში მნიშვნელოვანი პროექტები არ არის ასახული. მერობის კანდიდატის განცხადებით, იპოდრომის პროექტი კარგი მაგალითია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კახა კალაძეს თბილისის მიმართ. ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკი დაგეგმილი სახით არ უნდა აშენდეს და პროექტში უნდა იყოს ასახული უფრო მეტი მწვანე სივრცე.