„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, მორიგი განცხადება გაკეთდა „ლელოში“. პარტიის ლიდერები ლევან კობერიძე, კახა კოჟორიძე და გიორგი სიორიძე თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. როგორც „ლელოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, მათი საჩივრები, ოქმების ბათილობასა და შედეგების ხელახალ გადათვლას ეხებოდა, თუმცა არცერთი მათგანი ცესკო-ს არ განუხილავს.