„ლელო საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის ანგარიშს აფასებს

პოლიტიკური გაერთიანება ,„ლელო საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის მიერ გუშინ, 9 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს. მათი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი.  ანა ნაცლიშვილის თქმით, მიუხედავდ იმისა, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, შერჩევის ეტაპი მაინც ვერ პასუხობდა მოსამართლეების კეთილსინდისიერად  შერჩევის პრინციპს.

„ლელოში“ ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს.