"ლეიბორისტული პარტია" მთავარ პროკურატურას ელექტროენერგიის მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს
“ლეიბორისტული პარტია” ელექტროენერგიის მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას მიმართავს და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 27 დეკემბერს უფლებამოსილების აშკარა გადამეტებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
ნათელაშვილის თქმით, სემეკის და ,,თელასის” არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ტარიფის მატება განპირობებულია სამომავლოდ დარგში განსახორციელებელი ინვესტიციებით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც, ტარიფში შესაძლებელია აისახოს მხოლოდ გაწეული და არა მომავალში გასაწევი ხარჯები.
შალვა ნათელაშვილი პროკურატურისგან დამნაშავეების გამოვლენას და მათ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.