"ლეიბორისტები" ქუთაისის მერიას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ

“ლეიბორისტული პარტია” ქუთაისის მერიას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. საქმე უწყებაში  2015 წლიდან დასაქმებული “ლეიბორისტული პარტიის” წევრს, ირაკლი კიკვაძეს უკავშირდება, რომელიც შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

პარტია ორშაბათს სასამართლოში საჩივარს შეიტანს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, ამ პროცესს ყურადღებით ადევნოს თვალი.

ქუთაისის მერს ადანაშაულებს ირაკლი კიკვაძე და ქალაქის მთავრობის მეთაურთან  სიტყვიერი დაპირისპირების დეტალებსაც იხსენებს. “მოამბე” ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი პოლიტიკური ნიშნით დევნას კატეგორიულად უარყოფს.