უცხოეთში დასაქმების მსურველებს ახალი შანსები უჩნდებათ. სპეციალურად მათთვის ამოქმედდა ახალი სტრუქტურა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა.
მოხდება დასაქმების სააგენტოების ბაზების გაერთიანება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული სამუშაო ვაკანსიების მოძიება, რის შემდეგაც მიგრაციის საკითხთა სამმართველო უცხოეთში სამუშაოს მაძიებლებს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობს და გამგზავრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში დაეხმარება.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის მსურველებს უკვე შეუძლიათ, სამმართველოს მიმართონ და შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდნენ.