პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე ქართველმა მუსიკოსებმა, მსახიობებმა და რიგითმა მოქალაქეებმა 7- 8 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა გრიგორიადისის განთავისუფლება მოითხოვეს და თქვეს, რომ აქციები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პერმანენტულად გაგრძელდება. მოთხოვნებს შორის იყო მოქმედი ხელისუფლების ცვლილებაც.