პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო სპორტის ქართველი ლეგენდა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 488 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქრო პირველად 2016 წელს, რიოში მოიგო. ის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ლაშა ბექაურის შემდეგ, ამჯერად ტალახაძის დამსახურებით, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი უკვე მეორედ აჟღერდა.