საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

18:14, 16.07.2024

ოლიმპიურ თამაშებს პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია 26 ივლისს გაიმართება. ღონისძიებაზე ნაკრების მედროშეები ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. დღეს ქართველმა ოლიმპიელებმა პარიზში გამგზავრების წინ ოლიმპიური ფიცი დადეს.

მსგავსი