ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ლაშა ტალახაძემ და ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ) იასპარეზეს.
ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა – მან 210, 217 და 222 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა, რითიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
ლაშამ აკვრაში 246 და 252 კგ დააფიქსირა და ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო თურმანიძე 210 და 216 კგ-ს გაუმკლავდა და მეხუთეზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძემ 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ასევე წარმატებით იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა, ანასტასია გოტფრიდმა. მის ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია. მთლიანობაში კი საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრი 17 მედლით დაასრულა.