ლაშა შავდათუაშვილმა ფრიდონ გიგანი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა
დასრულდა შეჯიბრი ძიუდოში 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მამაკაცებს შორის, რომლის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი სპორტსმენი, ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი შეხვდნენ. დაძაბული ბრძოლა ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებით დასრულდა, ფრიდონ გიგანი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ასევე, დასრულდა შეჯიბრი მამაკაცებს შორის 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც, რომლის გამარჯვებული თამაზ კირაკოზაშვილი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ის პორტუგალიის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს დაუპირისპირდა და იპონით გაიმარჯვა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ნუგზარ ტატალაშვილმა და უკრაინელმა ძიუდოისტმა მოიპოვეს.