ლაშა შავდათუაშვილი სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ფინალში იჭიდავებს

ლაშა შავდათუაშვილი რუსეთში მიმდინარე სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ფინალში იჭიდავებს. საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მფლობელმა და ევროპის ჩემპიონმა 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე პრიზიორი მონღოლი ოდბაიარ გაანბაატარი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე იპონით უზბეკ გისუჯენ ბობოევს სძლია.

ფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი, იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.