ლაშა ჩხარტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მოითხოვს დაიწყოს გამოძიება დედაქალაქის მერისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე ზეწოლისა და სისტემაში მიმდინარე კორუფციული ფაქტების კუთხით. ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობას უცხადებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და მისი არჩევის შემთხვევაში მოთხოვნების შესრულებას ჰპირდება.