2 ლარი და 53 თეთრი – ეს დოლარის ოფიციალური კურსია, რომელიც დღეს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.
ცვლილებამ ერთ დღეში 7 თეთრი შეადგინა, ბოლო ერთ კვირაში კი გაუფასურებამ დაახლოებით 3.5 %. ბლუმბერგის სისტემაში დოლარის ფასი 2 ლარსა და 57 თეთრს აღწევდა. სპეციალისტები და ოფიციალური პირები თანხმდებიან: ცვლილება მეზობელ ქვეყნებში სავალუტო რყევებს უკავშირდება. განსაკუთრებით რთული ვითარება თურქეთშია.
სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.