ლარის კურსი

დოლართან მიმართ ლარის გაცვლითი კურსი რყევებს განიცდის.

ბლუმბერგის პლატფორმაზე დღეს გაუფასურებამ 10 თეთრი შეადგინა. დილით ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 47 თეთრი ღირდა, შუადღისთვის კურსი უკვე 2 ლარი და 57 თეთრი იყო.

საქართველოსთან ერთად მკვეთრად უფასურდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტაც. პრობლემები აქვს რუსულ რუბლს. ყველაზე რთული ვითარება კი ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ თურქეთს აქვს. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ ექვს ლირას გადააჭარბა. ცვლილება თითქმის 50 ერთეულია.

რა ფაქტორებმა იმოქმედა რეგიონის ქვეყნების ვალუტაზე – თემაზე სანდრო ჯუფალაკიანი გვერთვება პირდაპირ ეთერში.