ლარის კურსი მყარდება. ორი წლის შემდეგ პირველად, ერთი დოლარის შეძენა უკვე 2 ლარად და 98 თეთრად არის შესაძლებელი. ასეთი მონაცემი „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ფიქსირდება. იდენტურია მაჩვენებელი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებშიც. სპეციალისტები ამერიკული ვალუტის მიმართ ლარის გამყარებას სხვადასხვა ფაქტორებით ხსნიან.