ლარი პოზიციებს იუმჯობესებს.
ოთხწელიწადნახევრის შემდეგ პირველად ერთი დოლარი 2 ლარი და 58 თეთრი ღირს. თვეების წინ დაწყებული გამყარების ტენდენცია ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მკვეთრი გახდა, რასაც ფულადი გზავნილების აქტიურ შემოდინებას უკავშირებენ. თუმცა, ექსპერტები მომავალში კურსის კიდევ უფრო გამყარებას არ ელოდებიან. სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიუხედავად, კვლავ მაღალია სურსათის ფასები, თუმცა ბოლო პერიოდში შემცირების ტენდენცია ინფლაციის მაჩვენებელშიც გამოიკვეთა.