ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა და მისმა სამაჟორიტარო ბიურომ ლანჩხუთის მერიის სააქტო დარბაზში მოსახლეობას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს. ამასთან, დეპუტატმა მოისმინა ამომრჩევლებისგან, თუ რა პრობლემები აწუხებთ და თავისი სამომავლო გეგმები მათთან ერთად შეაჯერა.
ანგარიშის პირველ ნაწილში, დეპუტატმა თავის საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა.
ამჟამად დეპუტატი აქტიურად არის ჩართული „ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილი საპენსიო რეფორმის, კაპიტალის რეფორმის და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონპროექტების შემუშავებაში.
ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.