ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში არხი რკინა-ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბერმები და მოიხრეშება გზა.

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა მცხეთა-მთიანეთის 15 სოფელს ემსახურება.  სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს.