ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობმა მოღვაწეობის განმავლობაში სხვადასხვა როლი შეასრულა. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შორენას როლი განასახიერა. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.