ლაღიძის წყლების ისტორია

ბრენდი, რომელიც ბავშვობის მოგონებებს და სურნელს აცოცხლებს. მრავალი წლის შემდეგ, რუსთაველის 24 ნომერში, შესაძლოა, ძველი სიცოცხლე დაბრუნდეს. ლაღიძის წყლები, რომელიც ქართველების ეროვნული საგანძურის ნაწილია, ისევ ნაცნობ ადგილზე გახდება ხელმისაწვდომი. ახლა ათი წლის წინ გასხვისებული ტერიტორიის დღევანდელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, გაცოცხლდება თუ არა ძველ გარემოში მიტროფანე ლაღიძის ძველი რეცეპტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.