თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის შესასვლელში პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობისთვის შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ჰესის მშენებლობას ლაფანყურელები დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან.
რა ვითარებაა ადგილზე, ჟანა დიდებაშვილი გვეტყვის.