ფოლკლორის ცენტრის საექსპოზიციო დარბაზში დღეს ქართველი ტელეწამყვანის, მუსიკის მკვლევარისა და მხატვრის, ლადო ტატიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მწვანე დელფინის ქუჩაზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ხელოვანის 40 ნამუშევარი ენახა.
იმ ჟანრს, რომელშიც ნამუშევრებია შესრულებული, მხატვარი ჯაზს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა მათგანი იმპროვიზაციაა და შთაგონება ამავე სახელწოდების კომპოზიციის მოსმენისას გაუჩნდა. აღნიშნული ექსპოზიცია ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ჩანიშნული, თუმცა, პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო.